ქარEN
jiujitsu.ge

ჩვენ შესახებ

jiujitsu.ge შევქმენით მათთვის, ვინც საქართველოში უკვე ვარჯიშობს, და მათთვისაც, ვინც ჯერ დარბაზის კართან დგას და არ იცის, რას ელოდოს. ტექნიკას მხოლოდ ვიდეოს ან წესების წიგნის მიხედვით არ ვწერთ: თითოეულ მასალას ამოწმებს მწვრთნელი, რომელსაც ეს მოძრაობა ხალიჩაზე უსწავლებია.

აქ ნახავ დამწყების გზამკვლევებს, ტექნიკის ახსნას, შეჯიბრების კალენდარს და მებრძოლების პროფილებს. თუ რამე არასწორია ან შენს დარბაზში სხვანაირად აკეთებთ, მოგვწერე Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელფოსტით: info@jiujitsu.ge. კარგ ჯიუ-ჯიცუში კითხვას ყოველთვის აქვს ადგილი.